თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთში რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების ვიზიტი იგეგმება. პუტინს და ზელენსკის თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ცალ-ცალკე შეხვდება.
პუტინი თურქეთს სპეციალური ვიზიტით, ერდოღანის ინაუგურაციის შემდეგ ეწვევა, თუმცა ვიზიტის ზუსტი დრო ამ დროისთვის უცნობია.
პუტინსა და ზელენსკისთან შეხვედრებზე ომისა და მარცვლეულის დერეფნის საკითხებზე იმსჯელებენ.
თურქეთში, 3-4 ივნისს ერდოღანის ინაუგურაცია გაიმართება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან.