რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დასავლეთი პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო გეგმის მხარდაჭერით უკრაინაში გენოციდს უჭერს მხარს.
რუსეთის მთავარ დიპლომატს მისი ბრალდებების გასამყარებლად კონკრეტული მტიცებულებები არ მოუყვანია.
მოსკოვზე უკრაინული დრონებით თავდასხმის კომენტირებისას, ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთი პირდაპირ ეხმარება კიევს მსგავსი ტერორისტული თავდასხმების განხორციელებაში მისი იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებით.