ბელგოროდში კონტრტერორისტული ოპერაცია გრძელდება

23 მაისი 2023, 10:20 572 ნახვა

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის  განცხადებით,  უკრაინის საზღვართან გრაივორონის რაიონში დივერსანტების შეჭრის შემდეგ "კონტრტერორისტული ოპერაციის" რეჟიმი დაწესდა. თუმცა, უკრაინული მედია  უკრაინის სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმა  ორმა შეიარაღებულმა რუსულმა ოპოზიციურმა ჯგუფმა - რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა და რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა განახორციელა, რომლებშიც რუსეთის მოქალაქეები არიან გაერთიანებული.

ბელგოროდის გუბერნატორმა  განაცხადა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ავტობუსებით და საკუთარი მანქანებით დატოვა ქალაქი,  დაშავებულია რვა ადამიანი. გუბერნატორის თქმით, ვითარება რეგიონში დაძაბულია. 

გლადკოვის მტკიცებით, კონტრტერორისტულ ოპერაციაში ჩართული არიან  რუსეთის არმია, მესაზღვრეები, პრეზიდენტის დაცვა და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი