ვაგნერი იარაღის შესყიდვას ფარულად ცდილობს - აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი

23 მაისი 2023, 10:13 549 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ  რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი  უკრაინის ომში  გამოყენების მიზნით სამხედრო შეიარაღების  ფარული გზებით  შეძენას ცდილობს. 

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ აშშ-ი ინფორმირებულია  ვაგნერის გეგმების შესახებ და, რომ   ომში რუსეთის დასახმარებლად აღჭურვილობის  ტრანზიტს  მალის გავლით  ცდილობს. არის მინიშნებები იმისა, რომ  ვაგნერი ცდილობს სამხედრო აღჭურვილობა  შეიძინოს უცხოელი მომწოდებლებისგან და  ეს იარაღი მესამე ქვეყნის მალის გავლით მიიღოს.

ჯერჯერობით უცნობია, დასრულდა თუ არა ეს შესყიდვები ან რა ეტაპზეა ეს გარიგება,  მაგრამ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა  მეთიუ მილერმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი