თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით შვედეთი ნატო-ში გასაწევრიანებლად ჯერ მზად არ არის. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, შვედეთი ტერორისტული ორგანიზაციების ფილიალების წარმომადგენლებს უფლებას აძლევს, ქვეყნის ქუჩებში თავისუფლად იარონ, რის გამოც თურქეთს არ შეუძლია დადებითად შეაფასოს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ძლიერი პოზიცია, როდესაც საქმე ტერორიზმთან ბრძოლას ეხება.