ფინეთში დროებითი საფეხმავლო ხიდი იმ დროს ჩაინგრა, როცა მასზე 30-მდე სკოლის მოსწავლე გადადიოდა. შემთხვევა დედაქალაქ ჰელსინკის გარეუბანში მდებარე ქალაქ ესპუუში მოხდა.
27 დაშავებული, ძირითადად მოზარდები, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან 15-ს სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ. ისინი დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდნენ. წინასწარი ინფორმაციით, მერვეკლასელები სასკოლო ექსკურსიიდან ბრუნდებოდნენ.
დროებითი ხიდი სამშენებლო სამუშაოების რაიონში მდებარეობდა.