პუტინი უკრაინაში მებრძოლ რუს ჯარისკაცებს გმირებს უწოდებს

09 მაისი 2023, 14:20 420 ნახვა

რუსები უკრაინის გამო დასავლეთთან "წმინდა" ბრძოლაში გაერთიანდნენ, რომელიც გამარჯვებით დასრულდება - ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წითელ მოედანზე აღლუმის მონაწილეთა წინაშე გამოსვლისას გააკეთა. 

პუტინმა ამერიკის  შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მეორე მსოფლიო ომში ნაცისტებზე საბჭოთა ტრიუმფის დავიწყებაში დაადანაშაულა. პუტინმა უკრაინაში"სპეციალურ სამხედრო ოპერაცია"  1941 წელს საბჭოთა კავშირში ადოლფ ჰიტლერის შეჭრის დროს მოსკოვის წინაშე მდგარ გამოწვევას არაერთხელ შეადარა.

პუტინი მიესალმა რუსეთის მებრძოლ ძალებს უკრაინაში, როგორც გმირებს, რომლებიც იბრძვიან ქვეყნის მომავლისთვის დასავლეთის წინააღმდეგ, რომელმაც, მისი თქმით, დაივიწყა საბჭოთა კავშირის გადამწყვეტი როლი ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში