ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისის ბაზაზე ტრადიციული საფეხბურთო ტურნირი „შოთას თასი“ ჩატარდა, რომელიც ბათუმის „დინამოს“ მეკარის, აწ გარდაცვლილი შოთა მამინაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.
შეჯიბრება საერთაშორისოა და უკვე მესამე წელია ტარდება. წლევანდელი ასპარეზობა 2012 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის ჩატარდა და მასში აჭარის შვიდი გუნდი, ასევე აზერბაიჯანისა და თურქეთის გუნდები მონაწილეობდნენ. შეჯიბრებაში პირველი ადგილი ქობულეთის „ბომბორამ“ დაიკავა, რომელსაც „შოთას თასი“ გადაეცა.
ტურნირი აჭარის ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.