ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და რაგბის კავშირს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

04 მაისი 2023, 20:57 565 ნახვა

ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ქართული ღვინისა და ქართული რაგბის პოპულარიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მემორანდუმის ფარგლებში რაგბის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობის პერიოდში  ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდება.  მემორანდუმის შესაბამისად, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდგომ, მსგავსი ფორმატის ღონისძიებები თანმდევი გახდება ყველა იმ მსხვილი საერთაშორისო ტურნირის, სადაც   ქართველი „ბორჯღალოსნები“ მიიღებენ მონაწილეობას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ და საქართველოს რაგბის კავშირის გენერალურმა დირექტორმა იოსებ ტყემალაძემ.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში