საბურთალო“ 3:3 ბათუმის „დინამო“. უხვგოლიანი ფრე თბილისში

01 მაისი 2023, 20:31 641 ნახვა

ბათუმის „დინამო“ ეროვნული ლიგის მე-11 ტურში საბურთალოს ესტუმრა და ფრედ 3:3 ითამაშა. ბათუმელებმა ანგარიში მე-40 წუთზე პაატა ღუდუშაურის გოლით გახსნეს. შესვენების შემდეგ მათ უპირატესობა სწრაფად გაზარდეს. 47-ე წუთზე გიორგი ზარიამ 0:2 ანგარიში დააფიქსირა. 72-ე წუთზე საბურთალოს კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, ლადო მამუჩაშვილმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ანგარიში სამამდე გაზარდა. „საბურთალოს“ მხრიდან პირველი გოლი 86-ე წუთზე ლუკა სილაგაძემ გაიტანა, ხოლო 89-ე წუთზე შეიკნე სილამ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. მატჩის დამატებულ მეთორმეტე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც შეიკნე სილამ გამოიყენა და საბოლოო ანგარიში 3:3 დააფიქსირა. ბათუმის „დინამომ“ 11 ტურის შემდეგ 25 ქულა დააგროვა, ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია და მეორე ადგილოსან თბილისის „დინამოს“ 2 ქულით უსწრებს. მომდევნო შეხვედრას ბათუმელები 5 მაისს, ბათუმი არენაზე გორის „დილას“ დაუპირისპირდებიან. მატჩი 21 საათზე დაიწყება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი