უკრაინის დედაქალაქსა და რამდენიმე ოლქში დილიდან საჰაერო განგაშია

01 მაისი 2023, 10:19 576 ნახვა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებს. კიევსა და კიევის ოლქში რამდენიმე აფეთქება მოხდა. 

საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუშაობს საჰაერო თავდაცვის სისტემა.   

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის სერგეი ბრაჩუკის განცხადებით, სარაკეტო შეტევა განხორციელდა დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, პოლტავის, ზაპოროჟიეს ოლქების მიმართულებით. დნეპროპეტროვსკის ოლქის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა.  რუსმა სამხედროებმა ქალაქ ნიკოპოლზე მძიმე არტილერიით მიიტანეს იერიში.

დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დაზიანებულია მრავალსართულიანი კორპუსები და კერძო სახლები, ასევე გაზსადენი, ელექტროგადამცემი ხაზი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში