ნეაპოლში საჩემპიონო ზეიმი გადაიდო

30 აპრილი 2023, 19:10 1167 ნახვა

ნეაპოლში საჩემპიონო ზეიმი  გადაიდო. იტალიის სერიას A-ს 32-ე ტურის შეხვედრაში ''ნაპოლიმ'' შინ "სალერნიტანას" უმასპინძლა და მოულოდნელად ფრედ 1:1 ეთამაშა.

62-ე წუთზე ანგარიში რასპადორის კუთხურის შემდეგ ოლივეირამ გახსნა და ნეაპოლში ზეიმი დაიწყო, თუმცა მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე დიამ გაიტანა და ''ნაპოლის'' 33 წლიანი საჩემპიონო მოლოდინი კიდევ ერთი ტურით გაახანგრძლივა.

ამ დროისთვის ''ნაპოლი'' 79 ქულას აგროვებს და უახლოეს მდევარ ''ლაციოს'' 18 ქულით უსწრებს.

იტალიის ჩემპიონატის დარჩენილი 6 მატჩიდან კი ლუჩანო სპალეტის გუნდს ერთი ფრეც ჰყოფნის რომ ჩემპიონობა მოიპოვოს.

მომდევნო ტურში ''ნაპოლი'' გასვლაზე 4 მაისს ''უდინეზეს'' ესტუმრება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში