მოლაპარაკებები გრძელდება

14 თებერვალი 2017, 00:00 2555 ნახვა

ახალი მეწყრული კერა ორი დღის წინ გააქტიურდა სოფელ თხილვანაში, სადაც რვა კაციანი ჯგუფი ისევ  აგრძელებს მორიგეობას. თხილვანის მოსახლეობასთან სამთავრობო კომისია აგრძელებს მოლაპარაკებას. რეგისტრაციის პროცესი თხილვანის საჯარო სკოლაში გრძელდება. მოსახლეობის უმეტესობა 25 ათას ლარიან პროგრამაში უკვე ჩაერთო იმ პირობით რომ , აღნიშნული თანხით მათთვის სასურველ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთს შეიძენენ, სადაც სოფლიდან სახლის გადატანაც იქნება შესაძლებელი. დაზარალებულთა ნაწილი კი კვლავ არ თანხმდება სახელმწიფო შეთავაზებას რომელიც 25 ათას ლარს, ხულოს სოციალურ სახლების გადაცემას და საკუთარი სახლების ადგილმონაცვლეობას გულისხმობს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში