გიორგი შერმადინმა ტენერიფეს გრანადასთან ულიდერა

30 აპრილი 2023, 10:09 989 ნახვა

გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატში „გრანადას“ ესტუმრა და 82:73 დაამარცხა.

წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ქართველი ცენტრი იყო, რომელმაც 26 წუთში 18 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა, მან 9-დან 7 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 20 შეადგინა. 

„ტენერიფეს“ 30 ტურის შემდეგ 22 მოგება აქვს და ესპანეთის ჩემპიონატში მეოთხე პოზიციაზეა.

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა რატი ანდრონიკაშვილისა და თად მაკფადენის „მურსიამ“ – შინ „ფუენლაბრადა“ 83:64 დაამარცხა. „მურსია“ 13 ქულით მეათე ადგილზეა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი