გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ესპანეთის ჩემპიონატში „ვალიადოლიდი“ 2:1 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ვალენსიამ ლა ლიგის აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწია.
თავდაპირველად ვალიადოლიდი მე-6-ე წუთზე 0:1 კაილი ლარინის გოლით დაწინაურდა.
მეორე ტაიმის 64-ე წუთზე ვალენსიამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, დიახაბიმ წონასწორობა აღადგინა.
„ღამურებს“ გამარჯვება ხავი გუერამ მოუტანა.
სათადარიგოთა სკამიდან შესული 19 წლის შემტევი მატჩის მიწურულს მესამე დამატებულ წუთზე საჯარიმოსთან მეტოქეს ეფექტურად გასცდა, ბრწყინვალედ დაარტყა და საბოლოო ანგარიში 2:1 დააფიქსირა.
31 ტურის შემდეგ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში „ვალენსიას“ 33 ქულა დაუგროვდა, სამი ადგილით დაწინაურდა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია, ამ დროისთვის მე-16-ე ადგილს იკავებს.