საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე მიიღებს მონაწილეობას. ტურნირს 2 მაისიდან 7 მაისის ჩათვლით, ლიეტუვა უმასპინძლებს.
საქართველოს გოგონათა ახალგაზრდული გუნდი კაუნასში: ესტონეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინის და მასპინძელი ლიეტუვის ასაკობრივ გუნდებს დაუპირისპირდება.
სალომე ხუბულურის გუნდი, პირველ მატჩს 2 მაისს ესტონეთის ნაკრებთან გამართავს, მეორე ტურის მატჩს კი ლიეტუვას ნაკრებთან 4 მაისს ითამაშებს, ორივე შეხვედრა 17 საათზე გაიმართება.
რაც შეეხება ბოლო ტურის მატჩს, ჩვენი ნაკრები ბოსნია და ჰერცოგოვინასთან 7 მაისს 12 საათზე ჩაატარებს. საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ლიეტუვაში 1 მაისს გაემგზავრება.