ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში მორიგი გოლი გაიტანა და გრაცის „შტურმს“ ვენის „აუსტრიასთან“ მოგებაში დაეხმარა.
ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფში გამართულ 27-ე ტურის შეხვედრაში ქართველი გრაცის „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 74 წუთი ითამაშა. მე-10 წუთზე „აუსტრია“ ტაბაკოვიჩის გოლით დაწინაურდა.
„შტურმის“ თავდამსხმელმა, სარკარიამ 23-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, მაგრამ 39-ე წუთზე ტაბაკოვიჩმა დუბლი შეასრულა და ვენის გუნდმა ტაიმი 2:1 მოიგო. 62-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ანგარიში ისევ გაათანაბრა, ხოლო ერთ წუთში სარკარიამ დუბლი შეასრულა „შტურმი“ წინ გაიყვანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა 3:2.
27 ტურის შემდეგ „შტურმი“ 33 ქულით მეორე ადგილზეა და ჩამორჩენა შეამცირა ლიდერ „ზალცბურგთან“, რომელსაც 35 ქულა აქვს და ტურის მატჩი გასამართი აქვს.