მშვიდობა ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ შეუძლებელია - ზელენსკი

27 აპრილი 2023, 10:50 693 ნახვა

„უკრაინა და ჩინეთი ისევე, როგორც მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა თანაბრად არიან დაინტერესებულნი სუვერენიტეტის სიძლიერითა და ტერიტორიული მთლიანობით“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ჩინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.  

ორმა ლიდერმა ოთხშაბათს პირველად ისაუბრა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.  ჩინეთის პრეზიდენტმა განუცხადა ზელენსკის, რომ ჩინეთი გაგზავნის სპეციალურ წარმომადგენლებს უკრაინაში და გამართავს მოლაპარაკებებს მშვიდობის მსურველ ყველა მხარესთან.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა,  რომ ჩინეთის ლიდერი  მხარს უჭერს შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის  შეთანხმების გაგრძელებას. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი