„დინამო“ თბილისმა ჩემპიონთა ლიგაზე მეათედ წააგო

26 აპრილი 2023, 20:02 646 ნახვა

წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის მე-12 ტურის მატჩში დინამო თბილისმა ბერძნულ ვულიაგმენის უმასპინძლა და 9:14 დამარცხდა. თავიდან საქართველოს ჩემპიონი დაწინაურდა, რომელმაც პირველი მეოთხედი 3:2 მოიგო. შემდეგ დინამო 4:3 იყო წინ გასული, მაგრამ მეორე მეოთხედი ბერძნებმა დამაჯერებლად მოიგეს 5:1 და შესვენებაზე 7:4 უპირატესობით გავიდნენ.

მესამე მეოთხედი დინამომ 3:2 მოიგო, მაგრამ გადამწყვეტ მეოთხედში ბერძნებმა ზედიზედ 3 გოლი გაიტანეს და მატჩის ბედიც გადაწყდა.

12 ტურის შემდეგ საქართველოს ჩემპიონს ორი გამარჯვება და 10 მარცხი აქვს და ჯგუფში ბოლოსწინა, მე-7 ადგილზეა, ვულიაგმენი 5 მოგებით პლეი ოფის საგზურისთვის იბრძვის. ტურნირის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი. 

13 მაისს დინამო ოლიმპიაკოსს ესტუმრება, 24-ში კი - ბარსელონეტას.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში