"დინამო" ბათუმმა ქობულეთის "შუქურას" მოუგო

26 აპრილი 2023, 19:15 1179 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-10 ტურში "დინამო" ბათუმი ანგისის საფეხბურთო ბაზაზე ქობულეთის "შუქურას" დაუპირისპირდა და 1-3 დაამარცხა. ანგარიში ბაგრატიონის გადაცემის შემდეგ 38-ე წუთზე ფლამარიონმა გახსნა და ბათუმელებმა ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგეს.

53-ე წუთზე "დინამოს" კარში პენალტი დაინიშნა რომლის რეალიზებაც ფაცაციამ მოახერხა და ანგარიში გაათანაბრა. 68-ე წუთზე მამუჩაშვილმა გიორგი ზარიას გაატანინა.

საბოლოო ანგარიში კი ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ კაპანაძემ დააფიქსირა და ბათუმელებმა 1-3 გაიმარჯვეს.

ამ მოგების შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდი 24 ქულას აგროვებს და მეორე ადგილზე მყოფ "დინამო" თბილისთან 4 ქულიანი უპირატესობა აქვს.

ქობულეთლები კი ამ დროისთვის 6 ქულით მერვე პოზიციაზე არიან.

მომდევნო ტურში "დინამო" ბათუმი 30 აპრილს გასვლაზე "საბურთალოს" ესტუმრება, ხოლო "შუქურა"  გასვლაზე წყალტუბოს "სამგურალს" დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში