ბათუმის სპორტულმა ცენტრმა ბულვარში არსებული სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დაიწყო. იცვლება ფრენბურთის მოედნის ამორტიზებული ტრიბუნები.
განახლდება როგორც ქვიშის, ასევე ხელოვნურსაფარიანი მოედნების საფარი. მიმდინარეობს ძველი დამცავი ბადეებისა და განათების ბოძების დემონტაჟი.
სპორტული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მომავალ სეზონს ბათუმი განახლებული სპორტული ინფრასტრუქტურით შეხვდება, რაც არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობის წინაპირობა იქნება.