ლავროვმა გაეროში პრესკონფერენცია გამართა

26 აპრილი 2023, 11:09 792 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროში გამართულ პრესკონფერენციაზე  ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული უოლ-სთრით ჯორნალის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის შესახებ დასმულ კითხვაზე ლავროვმა განაცხადა, რომ ის არ არის ჩართული პოტენციური პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებით   მოლაპარაკებებში.

ლავროვის თქმით,  2021 წლის ივნისში ჟენევაში შეხვედრისას  ბაიდენი და პუტინი შეთანხმდნენ  სპეციალური არხის შექმნაზე, რომელიც განიხილავს შეერთებულ შტატებში დაკავებული რუსეთის მოქალაქეების და რუსეთის ფედერაციაში დაკავებული ამერიკელი მოქალაქეების საკითხებს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ეს სპეციალური, არასაჯარო არხია, რომელიც  პატიმრების ორმხრივი გაცვლის საკითხებზე მუშაობს.  იგი მედიისთვის დახურულია, ამბობს ლავროვი და  ჟურნალისტებს  აფრთხილებს, რომ საჯაროობა გაართულებს მოლაპარაკებებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში