იერუსალიმში ლიკვიდირებულია პალესტინელი თავდამსხმელი 

25 აპრილი 2023, 14:14 886 ნახვა

ისრაელის პოლიციის განცხადებით, იერუსალიმში პალესტინელი მამაკაცი  ავტომობილით  ქუჩაში ქვეითებს დაეჯახა. თავდასხმის შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი. მედიკოსების განცხადებით,  დაშავებულებიდან ერთ-ერთი  70 წლის კაცია, რომლის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია. თავდამსხმლის ლიკვიდაცია ავტომობილშივე მოხდა.

ამ ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, ისრაელელმა  სამხედროებმა   ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე რეიდის დროს პალესტინელი ახალგაზრდა მოკლეს.

ღაზაში ჰამასის წარმომადგენელმა  ჰაზემ ქასემმა იერუსალიმში განხორციელებულ თავდასხმას შურისძიების აქტი უწოდა და განაცხადა, ეს იყო პალესტინელი  ხალხის ღია პასუხის ნაწილი სიონისტური რელიგიური ომის წინააღმდეგ, ასევე   ისლამური და ქრისტიანული წმინდა ადგილების და განსაკუთრებით ალ-აქსას მეჩეთის წინააღმდეგ აგრესიაზე.

თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ისრაელში დაღუპული სამხედრეობისა და თავდასხმების მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავდნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში