ავიაკომაპნია ''ამერიკან ეარლაინსის'' თვითმფრინავს ფრენისას ცეცხლი გაუჩნდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ მედიაში გაავრცელეს. ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი ძრავაში ჩიტის მოხვედრაა.
თვითმფრინავის ეკიპაჟმა ინციდენტის გამო ოჰაიოს შტატის კოლუმბუსის აეროპორტში დაბრუნება გადაწყვიტა, საიდანაც რამდენიმე წუთით ადრე აფრინდა.
აშშ-ის საავიაციო ფედერალური ადმინისტრაციის განცხადებით, რომელიც ინციდენტს იძიებს, არც ერთი მგზავრი არ დაშავებულა და თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა ჯონ გლენ კოლუმბუსის საერთაშორისო აეროპორტში.