ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 81 კგ წონით კატეგორიაში ნათია გადელიამ იასპარეზა. ქართველი ძალოსანი B ჯგუფში გამოვიდა, ატაცში 90 და 94 კგ დაძლია და ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა. გადელიამ აკვრაში ჯერ – 115, შემდეგ კი 121 კგ დააფიქსირა და მესამე შედეგი აჩვენა. ორჭიდის ჯამში ნათია გადელიამ 215 კგ. დააფიქსირა და ჯგუფში მეოთხე ადგილზეა.