ნატო-ს ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ახლა მთავარი ფოკუსია, როგორ ვუზრუნველვყოთ უკრაინის გამარჯვება – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გერმანიაში რამშტაინის ფორმატის შეხვედრის დაწყებამდე.
მედიასთან საუბრისას სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ომის დასრულების შემდეგ კიევს უნდა ჰქონდეს შემაკავებელი ფაქტორები, რათა თავიდან აიცილოს ახალი თავდასხმა.