სასკოლო ოლიმპიადა მაგიდის ჩოგბურთში

20 აპრილი 2023, 19:58 1160 ნახვა

ბათუმში გრძელდება აჭარის რეგიონალური სასკოლო ოლიმპიადა სპორტის სხვადასხვა სახეობაში. დღეს სპორტის სასახლეში შეჯიბრება მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა, რომელშიც აჭარის ყველა რაიონის წარმომადგენელი გუნდები მონაწილეობდნენ. ასპარეზობა როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის ჩატარდა. გამარჯვებულები და პრიზიორები ტურნირის ორგანიზატორებმა მედლებითა და თასებით დააჯილდოვეს. ბიჭებში გამარჯვებული ქედა გახდა, სოფელ ვაიოს საჯარო სკოლა. მეორე ადგილზე ხულო, სოფელ განახლების საჯარო სკოლა და მესამეზე ხელვაჩაური სოფელ განთიადის საჯარო სკოლა. გოგონებში ხულომ გაიმარჯვა, ვაშლოვანის საჯარო სკოლამ, მეორეზე ქობულეთი გავიდა, მართლმადიდებლური ცენტრი და მესამეზე ხელვაჩაური სოფელ განთიადის საჯარო სკოლა. სასკოლო ოლიმპიადა კიდევ სპორტის რამდენიმე სახეობაში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში