იემენში ჭყლეტისას ათობით ადამიანი დაიღუპა

20 აპრილი 2023, 10:20 632 ნახვა

78 ადამიანი დაიღუპა ჭყლეტისას იემენის დედაქალაქ სანააში. უბედური შემთხვევა სკოლაში მოხდა, როცა ათობით ადამიანი  დახმარების მისაღებად შეიკრიბა.

შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ. დაშავებულია ათობით ადამიანი, მათგან 13 მდგომარეობა კრიტიკულია. არეულობა მუსლიმთა წმინდა მარხვის  რამადანის თვის ბოლო დღეს საქველმოქმედო შემოწირულობების განაწილების დროს მოხდა. 

ასობით ადამიანი შეიკრიბა სკოლაში დახმარების მისაღებად,  რომელიც ერთ ადამიანზე დაახლოებით 9 ამერიკულ დოლარს შეადგენდა.

იემენის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  შემოწირულობის ღონისძიების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი ორი პირი დააკავეს და გამოძიება მიმდინარეობს. იემენი რვაწლიან სამოქალაქო ომშია ჩართული, რომელმაც ათობით ათასი ადამიანი იმსხვერპლა, გაანადგურა ეკონომიკა და მილიონობით ადამიანი გააღატაკა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი