კუბაში მოქმედი პრეზიდენი მეორე ვადით აირჩიეს

20 აპრილი 2023, 11:01 614 ნახვა

კუბელმა პარლამენტარებმა მიგელ-დიაზ კანელი  მეორე ვადით ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს მაშინ, როცა ქვეყანა 1959  წლის კუბის რევოლუციის შემდეგ უპრეცედენტო სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. 

ქვეყნის ერთადერთი აღიარებული პოლიტიკური მოძრაობის - კომუნისტური პარტიის ლიდერმა  დიაზ-კანელმა  ეროვნული ასამბლეის წევრთა ხმების 97,66 პროცენტი მიიღო.  მეორე ვადით არჩევა  დიაზ-კანელს მისმა წინამორბედმა 91 წლის  ფიდელ კასტროს ძმამ რაულ კასტრომ მიულოცა. 

კუბის ვიცე-პრეზიდენტმა და  პრემიერ-მინისტრმა თანამდებობები შეინარჩუნეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი