საბა ლობჟანიძემ „კარაგუმრუკში“, სადებიუტო გოლი გაიტანა რომელმაც საკუთარ მოედანზე „უმრანიესპორს“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ქართველი შემტევი „ჰატაისპორიდან“ „კარაგუმრუკში“ გადავიდა, ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა. საბა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და სუპერლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში 84 წუთი ითამაშა. პირველი ტაიმის დამატებულ დრომდე საბას გუნდი აგებდა, მაგრამ დამატებულ პირველ წუთზე ლობჟანიძემ წონასწორობა აღადგინა. საბოლოოდ მატჩის საბოლოო ანგარიში საბა ლობჟანიძის „კარაგუმრუკის“ გამარვებით დასრულდა 4:2. 30 ტურის შემდეგ „კარაგუმრუკმა“ 40 ქულა დააგროვა და თურქეთის სუპერლიგაში მერვე ადგილზე დაწინაურდა.