ძლიერი აფეთქება ხართუმის ცენტრში 

18 აპრილი 2023, 15:03 715 ნახვა

ხართუმში ძლიერი აფეთქება პირდაპირი ტრანსლაციის ვიდეოკამერებმა დააფიქსირა. ტელეარხ ალ-არაბიას რეპორტიორმა განაცხადა, რომ დილას სუდანის დედაქალაქის მოსახლეობა  საზენიტო დანადგარებიდან სროლის ხმამ გააღვიძა. ამჟამად ხართუმის დედაქალაქში ქუჩები დაცარიელებულია.

სუდანის გასამხედროებული სწრაფი მხარდაჭერის ძალების ლიდერი გენერალი მოჰამედ ჰამდან დაგალო, რომელიც ასევე ცნობილია ჰემედტის სახელით, აცხადებს, რომ  სწრაფი მხარდაჭერის ძალები ადასტურებს თავის თანხმობას  24 საათიან ცეცხლის შეწყვეტაზე მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებისა და  დაჭრილთა ევაკუაციის უზრუნველსაყოფად. 

ჰემედტი ამბობს, რომ სუდანის შეიარაღებული ძალები არ იცავენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მჭიდროდ დასახლებულ რაიონებს ჰაერიდან ბომბავენ და  სამოქალაქო მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ. 

ორ შეიარაღებულ ძალას შორის დაპირისპირებამ უკვე 185 ადამიანი იმსხვერპლა, დაშავებულია 1800 ადამიანი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში