ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღე ისრაელში 

18 აპრილი 2023, 14:14 544 ნახვა

ისრაელში ჰოლოკოსტის მსხვერპლები გაიხსენეს.  ქვეყნის  მთელ ტერიტორიაზე  2 წუთის განმავლობაში სირენების ხმა ისმოდა. ტრადიციული ცერემონია ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე  დაიწყო.

მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ მოკლული მილიონობით ებრაელის ხსოვნას  მთელმა ერმა წუთიერი დუმილით მიაგო პატივი. 

ქუჩებში შეწყდა მოძრაობა,  მძღოლები გადმოვიდნენ ავტომობილებიდან და ჩართეს ავარიული სიგნალები.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა იერუსალიმში გვირგვინით შეამკეს  ჰოლოკოსტის მემორიალი.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში