პუტინმა კრემლში ჩინეთის თავდაცვის მინისტრი მიიღო

17 აპრილი 2023, 10:53 763 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვში ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ლი შანგფუ მიიღო.  პუტინი  მიესალმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობას, რომლებმაც  შეზღუდვების გარეშე პარტნიორობა გამოაცხადეს. კრემლში შეხვედრას რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუც ესწრებოდა.

პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და ჩინეთს  შორის ურთიერთობების განვითარება ყველა სფეროში -  ასევე  სამხედრო სექტორში წარმატებით მიმდინარეობს. 

პეკინმა გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია თავდაცვის მინისტრის  მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი  შესახებ და აღნიშნა, რომ მინისტრი  თავის რუს კოლეგას  შეხვდებოდა, თუმცა  პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა წინასწარ ჩანიშნული არ ყოფილა. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი პუტინს მოსკოვში გასულ თვეში სტუმრობდა.

რუსეთმა და ჩინეთმა 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ   ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო კავშირები კიდევ უფრო გააძლიერეს.

უკრაინელი სამხედროები უკრაინაში გამოყენებულ რუსულ იარაღში ჩინეთში დამზადებულ დეტალებს პოულობენ. ჩინეთმა არაერთხელ უარყო, რომ რუსეთს  სამხედრო ტექნიკით ეხმარება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი