შოთა მიშველიძე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

16 აპრილი 2023, 22:59 785 ნახვა

შოთა მიშველიძე სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. მან ატაცში 129, 133 და 136 კგ დააფიქსირა, რითაც კონკრეტულ დისციპლინაში ოქრო მოიპოვა, ხოლო აკვრაში 154 კგ ვერ ასწია, მაგრამ 155 და 162 კგ დააფიქსირა, შედეგად, ამ დისციპლინაში ვერცხლის მედალს დაეუფლა.  შედეგად, შოთამ ორჭიდში 298 კგ დააფიქსირა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

ბრინჯაომდე 2 კგ დააკლდა გოდერძი ბერდელიძეს. ევროპის ჩემპიონატი 23 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება და კიდევ 9 ქართველი ძალოსანი იასპარეზებს.

ამ დროისთვის საქართველოს ძალოსანთა ნაკრები 1 ოქროს და 1 ვერცხლის მედლით გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზეა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი