გიორგი მიქაუტაძემ დავითაშვილის "ბორდოს" ორი გოლი გაუტანა

15 აპრილი 2023, 20:03 1021 ნახვა

საფრანგეთის ლიგა 2-ის 31-ე ტურის შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის "მეციმ" შინ ზურიკო დავითაშვილის "ბორდო" 3-0 დაამარცხა.
ამ შეხვედრაში მიქაუტაძემ დუბლი გაიფორმა. 

39-ე წუთზე საჯარიმოს გარეთ მიქაუტაძე "ბორდოს" მეკარემ წააქცია , მთავარმა არბიტრმა კი პუსანი წითელი ბარათით დასაჯა და "ბორდო" 10 კაცის შემადგენლობით დარჩა.

შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 0-0 დასრულდა.
49-ე წუათზე აბლი ჯელოუმ "მეცი" წინ გაიყვანა.

4 წუთში კი გიორგი მიქაუტაძემ შორეული დარტყმით სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.

მატჩის 65-ე წუთზე მოედანზე "ბორდოს" შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილი გამოჩნდა.

72-ე წუთზე კი შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 3-0 მიქაუტაძემ დააფიქსირა და დუბლიც გაიფორმა.

ამ დროისთვის ლიგა 2-ის გათამაშებში დავითაშვილის "ბორდო" 56 ქულით მეორე ადგილზე არის , ხოლო მიქაუტაძის "მეცი" 55 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.

გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის გათამაშების ბომბარდირთა დავას 17 გატანილი გოლით ლიდერობს. ქართველის ანგარიშზე ასევე 7 საგოლე გადაცემაც არის.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი