პარიზში სანდასუფთავების მუშაკებმა გაფიცვა განაახლეს

13 აპრილი 2023, 14:19 711 ნახვა

პარიზში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის  საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საყოველთაო პროტესტის მე-12-ე დღეს  სანდასუფთავების მუშაკებმა გაფიცვა განაახლეს.

გაფიცვას შეუერთდნენ რკინიგზის მუშაკებიც, რამდენიმე მიმართულებით გაუქმდა მატარებლების მოძრაობა.  

მოსალოდნელია ასევე  ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების თანამშრომლებისა და მასწავლებლების გაფიცვაც.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად,  ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება საპენსიო ასაკის ორი წლით 64 წლამდე გაზრდას.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი