აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ძალებს გააჩნიათ ის შესაძლებლობები, რომლებიც მათ სჭირდებათ წარმატებისთვის.
ოსტინმა თქვა, რომ ესაუბრა თავის უკრაინელ კოლეგას, მინისტრ ოლექსი რეზნიკოვს და დარწმუნებულია, რომ უკრაინელი ძალები გააგრძელებენ მტერთან ბრძოლას და „არ იმოქმედებენ განსაკუთრებული გეგმით“. აშშ-დან გაჟონილ საიდუმლო დოკუმენტების ნაწილი დაკავშირებულია უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებთან და ნაკლოვანებებთან ბრძოლის ველზე.
ერთ-ერთ ფაილში საუბარია იმის შესახებ, რომ უკრაინაში დასავლური ქვეყნების სპეცდანიშნულების ჯარების მცირე რაოდენობაა განლაგებული.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.