საქართველოს ნაკრების ხუთი მორაგბე 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშია

07 აპრილი 2023, 20:27 589 ნახვა

2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში საქართველოს ნაკრების ხუთი მორაგბე მოხვდა. "ბორჯღალოსნებმა" ტურნირში ყველა მატჩი დამაჯერებლად მოიგეს, ფინალში კი, რომელიც ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გაიმართა, პორტუგალიას 38ით 11 სძლიეს და ტიტული მეთოთხმეტედ დაისაკუთრეს. რაგბი ევროპის სიმბოლურ გუნდში ყველაზე მეტი, 5-5 მორაგბე სწორედ ტურნირის ფინალისტებს - საქართველოს და პორტუგალიას ჰყავთ. "ბორჯღალოსნებიდან" თხუთმეტეულში შალვა მამუკაშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ვასილ ლობჟანიძე, თედო აბჟანდაძე და აკაკი ტაბუცაძე მოხვდნენ. რაგბი ევროპის სიმბოლურ ნაკრებში სამი მორაგბით არის წარმოდგენილი რუმინეთი, ხოლო კიდევ ორი მორაგბე ესპანეთს ჰყავს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი