საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა ოთხის გათამაშების პირველი ტური გაიმართა ქედაში, სადაც ერთმანეთს ქედის "ბეთლემი" და ფოთის "კოლხეთი 2" დაუპირისპირდნენ. მატჩი 3-0 "ბეთლემის" გამარჯვებით დასრულდა.
''ბეთლემმა'' ლიგის გათამაშება განახლებული შემადგენლობით დაიწყო. გუნდი შემდეგ თამაშს 24 აპრილს " არჩილ ფარტენაძის სახელობის სტადიონზე " ვარკეთილი 2’’ - თან გამართავს.