''დინამო'' ბათუმისა და ''დინამო'' თბილისის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

07 აპრილი 2023, 10:26 917 ნახვა

ეროვნული ლიგის მერვე ტურში ''დინამო'' ბათუმი ''დინამო'' თბილისს დაუპირისპირდება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინ რეჟიმში რეალიზაცია დღეს დილის 10:00 საათზე biletebi.ge-ზე დაიწყო.

არენასთან მდებარე სალაროებში კი ბილეთები 10 აპრილიდან გაიყიდება. ბილეთის ფასი 5,10 და15 ლარია. VIP სექტორზე ბილეთის ღირებულება 25 ლარს შეადგენს.

ორი ''დინამოს'' დერბი ბათუმში 12 აპრილს 20:00 საათზე დაიწყება.

მანამდე კი ბათუმელები ხვალ მეშვიდე ტურში გასვლაზე თელავში ადგილობრივი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებს. შეხვედრა 8 აპრილს 18:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში