ვარშავაში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების მიწოდების მიზნით დასავლეთის ქვეყნებს კოალიციის შექმნაში დაეხმარება, როგორც ეს გააკეთა საბრძოლო ტანკებთან დაკავშირებით წლის დასაწყისში.
უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთი ვერ დაამარცხებს ევროპას, სანამ უკრაინა და პოლონეთი მჭიდროდ ითანამშრომლებენ.
ანდჟეი დუდამ თავის მხრივ ხაზგასმით განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა სამხედრო დანაშაულები, რომლებიც დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.