უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკა პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდნენ. პოლონეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ლიდერები მოლაპარაკებებს გამართავენ საპრეზიდენტო სასახლეში, რის შემდეგაც დელეგაციები გამართავენ მოლაპარაკებებს. ეს ზელენსკის პირველი ოფიციალური ვიზიტია ვარშავაში მას შემდეგ, რაც უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.