ტრამპი თავს დამნაშავედ არ ცნობს

05 აპრილი 2023, 14:38 434 ნახვა

დონალდ ტრამპმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნიუ-იორკის პროკურორს ელვინ ბრაგს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდების წაყენების გამო და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე თავი არჩევნებში ჩარევის მსხვერპლად გამოაცხადა.

მანჰეტენის სასამართლოში ტრამპმა თავი უდანაშაულოდ ცნო ბრალდების 34-ვე პუნქტში, რომელშიც პროკურორებმა დაადანაშაულეს იგი 2016 წლის არჩევნებამდე ორი ქალის ფულით მოსყიდვაში, რათა  მათთან სექსუალური შეხვედრების ამსახველი მასალები არ გამოექვეყნებინათ.

ბრალდების წაყენების მიუხედავად, ტრამპმა არ მოუწოდა მხარდამჭერებს ახალი პროტესტისკენ. 76 წლის პოლიტიკოსი ამბობს, რომ პოლიტიკური ოპონენტები მის წინააღმდეგ სამართლებრივ სისტემას იყენებენ, რათა თავიდან აიცილონ   2024 წელს თეთრ სახლში მისი  დაბრუნება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში