სანკტ-პეტერბურგში რუსი სამხედრო ბლოგერი ააფეთქეს

03 აპრილი 2023, 10:19 670 ნახვა

ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერი ვლადლენ ტატარსკი  სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კაფეში ააფეთქეს. ის  იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო ბლოგერი, რომელიც ხშირად  აკრიტიკებდა  რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას უკრაინაში ე.წ. სპეციალური ოპერაციის წარუმატებლობის გამო. 

გასული წლის  სექტემბერში იგი ესწრებოდა კრემლში გამართულ საზეიმო ცერემონიას, რომელზეც რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი ნაწილობრივ ოკუპირებული რეგიონის ანექსია გამოცხადდა, ნაბიჯი, რომელიც გაეროს ქვეყნებმა  დაგმეს, როგორც უკანონო. აფეთქების შედეგად  30  ადამიანი დაშავდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი