რუსეთის სამხედრო კომპანია ვაგნერის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მისმა ძალებმა უკრაინაში, ქალაქ ბახმუტის ადმინისტრაციის შენობაზე რუსეთის დროშა აღმართეს.
პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ ბახმუტში აღმართულ დროშაზე ეწერა სიტყვები "ვლადლენ ტატარსკის კეთილ ხსოვნას", რომელიც დაიღუპა კვირას სანკტ-პეტერბურგის აფეთქების შედეგად.
ტატარსკი, რომლის ნამდვილი სახელი იყო მაქსიმ ფომინი, ტელეგრამ-არხზე 560 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავდა და იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხედრო ბლოგერი, რომელიც მხარს უჭერდა რუსეთის ომს უკრაინაში.