ხელვაჩაურში 20 სახლს სახურავი გადახადა

29 მარტი 2023, 14:30 738 ნახვა

ამ დრომდე უშუქოდ რჩება ხელვაჩაურში ჭარნალისა და მახოს მოსახლეობა, დენი მათ ძლიერი ქარის გამო გაეთიშათ,გუშინ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, მოსახლეობის ნაწილს დენის მიწოდება უკვე აღუდგა, დანარჩენს კი შუქს დღის ბოლომდე ჩაურთავენ. ადგილზე უკვე მუშაობენ ''ენერგო პრო-ჯორჯიას'' ჯგუფები.

ძლიერმა ქარმა დააზარალა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაც.  რამდენიმე სოფელში 20 სახლს   გადახადა სახურავი. მათ შორის სამს სრულად, დანარჩენს კი ნაწილობრივ. ასევე ქარმა მოგლიჯა ხეები, დაზიანდა ბუნებრივი აირის მილები რის გამოც რამდენიმე ოჯახს გაზი არ მიეწოდებოდა.  

რაც შეეხება ზარალს, მას ხელვაჩაურის მერიის შესაბამისი კომისია ითვლის და  დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას გაუწევენ.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი