ომი უკრაინაში

27 მარტი 2023, 20:20 569 ნახვა

დონეცკის ოლქის პროკურატურამ  განაცხადა, რომ სლოვიანსკში რუსული ძალების მიერ განხორციელებული  საჰაერო იერიშის  შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  სოციალურ მედიაში  თავდასხმის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი სახლისა და დამწვარი ავტომობილის  ამსახველი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. ზელენსკიმ ვიდეოს თანმხლებ პოსტში დაწერა, რომ უკრაინა „არ აპატიებს ამ მკვლელობებსა  და ჭრილობებს და  რუსეთს ტერორიზმში ადანაშაულებს. დონეცკის  ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, რუსებმა ქალაქის ცენტრს ეს-300 ტიპის ორი რაკეტით დაარტყეს. დაბომბვის შედეგად განადგურდა ადმინისტრაციული და საოფისე შენობები, 5 მაღალსართულიანი კორპუსი და 7 კერძო სახლი. უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის  განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ ქალაქ ბახმუტზე ოკუპანტების მძიმე თავდასხმების მოგერიებას.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი