''ჯვაროსნები'' ხვალ ბათუმში იქნებიან

23 მარტი 2023, 11:12 489 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თბილისშია და მარტის მატჩებისთვის ემზადება. გუნდმა ვარჯიში სრული შემადგენლობით დაიწყო, მაგრამ არის დანაკლისი.

ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, საწვრთნელ პროცესში მიღებული ტრავმის გამო გუნდს „დინამო თბილისის“ ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი გამოაკლდა და 23 მარტიდან საქართველოს ნაკრები მატჩებისთვის 25 ფეხბურთელით მოემზადება.

მონღოლეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ეროვნული გუნდი 25 მარტს გამართავს. 28 მარტს კი ჩვენი გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება, ჯვაროსნები ბათუმში ხვალ ჩამოვლენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში