ავღანეთში მიწისძვრამ 12 ადამიანი იმსხვერპლა

22 მარტი 2023, 10:05 498 ნახვა

12  ადამიანი  დაიღუპა  პაკისტანის ქალაქ ლაჰორში მიწისძვრის შედეგად, დაშავებულია ორასამდე ადამიანი. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ღამით 6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.   

ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, რყევები იგრძნობოდა ათასი კილომეტრის რადიუსში. 

ტერიტორია, სადაც დაახლოებით 285 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მოიცავს ავღანეთს, პაკისტანს, ინდოეთს, უზბეკეთს, ტაჯიკეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, ავღანეთსა და თურქმენეთს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში