პარიზის ცენტრში არეულობა და დარბევა მოჰყვა პარლამენტის ახალ გადაწყვეტილებას. საკამათო საპენსიო რეფორმის გამო ემანუელ მაკრონის მთავრობა რთულად გადაურჩა უნდობლობის გამოცხადებას. პარიზის ცენტრალურ ქუჩებში მეხანძრეები ცდილობდნენ ცეცხლწაკიდებული ნაგვის კონტეინერების ჩაქრობას.
გაფიცვების გამო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საფრანგეტის დედაქალაქის ქუჩებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ გაუტანიათ.
პოლიციამ რამდენიმე მომიტინგე დააკავა. პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამ ძალაში დატოვა კანონი, რომელიც საპენსიო ასაკს ორი წლით, 64 წლამდე გაზრდის.